Jump to content
Planeta.Ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო


თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ეარ არაბიასა“ და „შარჯა თბილისის“ თვითმფრინავები უკვე დაჯდა თბილისის აეროპორტში.

„დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩამოფრენილიყვნენ, რამდენიმე საათით გადაიდო.

ძლიერი ნისლის გამო, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაფრინდა.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...