თურქეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში აღმოაჩინეს გაზის ახალი მარაგი
თურქეთში, შავ ზღვაში აღმოჩენილია გაზის ახალი მარაგი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა.
თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“ ინფორმაციით, 26 დეკემბერს საღამოს, მინისტრთა კაბინეტის თითქმის 4-საათიანი სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოანმა გამოაცხადა, რომ საბადო ჩაიჯუმა 1-ში, 3023 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგი. შესაბამისად, როგორც ერდოანმა თქვა, შავ ზღვაში თურქეთის გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამჟამად თურქეთი ბუნებრივი გაზის ნაწილს რუსეთისგან ყიდულობს.
თურქეთის პრეზიდენტის თანახმად, მომავალ წელს აპირებენ ნავთობის მოპოვების გაზრდასაც დღიური 80 ათასი ბარელიდან 100 ათასამდე. ერდოანის განცხადებით, თურქეთის საბოლოო მიზანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება და კასპიის, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.