Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები 2023 წლის ბოლომდე გახდებიან


ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები.

სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ხელს არ შეუშლის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...