პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. ამის შესახებ საუბარია დღეს, 26 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რადიო თავისუფლება ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაარკვიოს, რამ შექმნა ლოგისტიკური პრობლემა - ბოლო რამდენიმე დღეა ორბელიანის ქუჩაზე საახალწლო სოფელია მოწყობილი და ამავდროულად, მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით იმართება აქციები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.