Jump to content
Planeta.Ge

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობის, ძალადობის წინაშე


უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და უკრაინაში ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობისა და ძალადობის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

„ჰუმანიტარული იმპერატივია, რომ ჩვენ დავდგეთ მათ გვერდით, ვისაც თავს დაესხნენ, დაემუქრნენ და დაჩაგრეს. ბევრს გამოუცდია საშინელი რამ, რამაც ისე შეაშინა, რომ კარის დაკეტვაზეც კი კანკალებს“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე განაცხადა, რომ სასტიკმა ომმა, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, გამოიწვია უკრაინელი ხალხის საშინელი ტანჯვა, ასევე შიში იმისა, რომ საომარი მოქმედებები გავრცელდება.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...