დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხს დააყენებს
უკრაინა დღეს რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენი კითხვა მარტივია: აქვს კი უფლება რუსეთს, რჩებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად და საერთოდ, იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ჩვენ გვაქვს მტკიცე და არგუმენტირებული პასუხი, არ აქვს უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს მას შემდეგ, რაც ის თავისივე წამოწყებულ ომში დამარცხდება, უკვე აღარ წარმოადგენს ტაბუს საერთაშორისო დიპლომატიისთვის.
„ეს საკითხები ჯერ არ განიხილება პრესკონფერენციებზე და მსოფლიო ლიდერების საჯარო განცხადებებში, მაგრამ ერთი დონით დაბლა ამ საკითხზე საუბრობენ. კერძოდ, როგორი უნდა იყოს რუსეთი, რომ ის მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა კულებამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.