Jump to content
Planeta.Ge

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას რუსეთის სამხედრო აეროდრომის რაიონში


წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული გამოცემა Baza იუწყება. მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, ხანძარმა მოიცვა 120 კვადრატული მეტრი ტერიტორია.

 

პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ცნობებს სამხედრო ობიექტზე მომხდარი "შემთხვევის" შესახებ, ძალოვანი სტრუქტურები ამოწმებენ. ბუსარგინმა „ქვეყნის საზღვრებიდან შორს შექმნილი თავხედური ტყუილი“ უწოდა ცნობებს ენგელსიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ და მოქალაქეებს შეახსენა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

 

5 დეკემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინიდან 700 კილომეტრით დაშორებული სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში და ასევე, რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...