Jump to content
Planeta.Ge

„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში


„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში.

2022 წელს იაპონელი ჩოგბურთელის შემოსავალმა 51.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 50 მილიონი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი – კორტზე გამომუშავებული ჰონორარი. ოსაკა ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი.

Forbes-ის სიაში მეორე ადგილი უკავია ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს, რომელმაც 300 ათასი საპრიზო თანხა მიიღო და ამას დაემატა 41 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებისგან.

მესამე ადგილზეა ჩინელი ფრისტაილისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ეილინ გუ. მისი წლიური შემოსავალია – 20.1 მილიონი დოლარი (100 ათასი საპრიზო და 20 მილიონი – კონტრაქტები).

TOP10-ში მოხვდნენ: ჩოგბურთელებნი ემა რადუკანუ (18.7 მილიონი), იგა შვიოტეკი (14.9 მილიონი), ვინუს უილიამსი (12.1 მილიონი) და კორი გაუფი (11.1 მილიონი), ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი (10 მილიონი), ჩოგბურთელი ჯესიკა პეგულა (7.6 მილიონი) და გოლფისტი მინჯი ლი (7.3 მილიონი).

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...