რიცხვების ზრდის ფონზე, ჩინეთმა შეაჩერა COVID-19-ის პანდემიის ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება
ჩინეთის ჯანდაცვის მესვეურებმა 25 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებენ მონაცემებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, იმ ფონზე, როცა გამოკვეთილი ტენდენციები რიცხვების ზრდაზე მიუთითებს.
"ამიერიდან ეპიდემიის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნდება" - აცხადებს პეკინის ჯანდაცვის კომისია, მიზეზების დაუკონკრეტებლად.
შიდა მონაცემების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მიმდინარე თვის ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ანუ მას მერე, რაც გაუქმდა ადამიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვები - ინფექცია შეხვდა 248 მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის 18 პროცენტს. საავადმყოფოების გადავსების ფონზე, სპეციალისტები შიშობენ, რომ დაიღუპება ასი ათასობით ადამიანი.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.