Jump to content
Planeta.Ge

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი - ლიეტუვამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 283 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია


ლიეტუვამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 283 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა კიდევ 40 მილიონი ევროთი გაიზრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.

„მომავალ წელს დაგეგმილი მხარდაჭერა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია ახალი აღჭურვილობისა და მსგავსი ნივთების შეძენა, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში და უკრაინელებს ესაჭიროებათ“, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ლიეტუვის არმიის გადაიარაღება და მოდერნიზება მოახდინონ, რის შემდეგაც შეეძლებათ გარკვეული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას.

interpressnews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...