ოლექსი რეზნიკოვი - რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი.
რეზნიკოვი „ტვიტერზე“ ეხმაურება ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთადერთი ეკლესიის დაბომბვას და აცხადებს, რომ რუსებისთვის არ არსებობს არც რელიგიის პატივისცემა.
„ერთადერთი ეკლესია სოფელ კისილივკაში (ხერსონის რაიონი) სრულად განადგურდა რუსული დაბომბვის შედეგად. ჰააგის IV კონვენცია რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს იცავს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი და არც რელიგიის პატივისცემა”,- წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.