ზელენსკის საშობაო მიმართვა: წელს სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ.
"დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო სიმღერა] "შჩედრიკს" სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. ვიღაც კი შობას ტყვეობაში შეეგებება - მაგრამ დაე მათ ახსოვდეთ, რომ ჩვენ ჩვენი ხალხისთვის დარაზმული ვართ, ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყველა უკრაინელ კაცს და ქალს.
სადაც უნდა ვიყოთ, დღეს ერთად ვიქნებით. ჩვენ სურვილს ჩავიფიქრებთ, საერთოს - ყველასათვის. სიხარულს ვიგრძნობთ, საერთოს - ყველასათვის. და გავიგებთ ჭეშმარიტებას - ერთს ყველასათვის.
ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენს დღესასწაულს, როგორც ყოველთვის. გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება მხოლოდ ერთია - ჩვენ სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით.
ქრისტე იშვა! დიდება მას!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი თავის მიმართვაში, რომელიც ქუჩაშია ჩაწერილი.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.