თალიბანი ქალებს მუშაობას უკრძალავს ადგილობრივ და უცხოურ NGO-ებში
ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ.
ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ.
წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა, აბდულ რაჰმან ჰაბიბმა.
სამინისტროს თქმით, მან მიიღო "სერიოზული საჩივრები" იმის შესახებ, რომ NGO-ებში მომუშავე ქალები "სწორად" არ ატარებენ თავსაბურავს, ჰიჯაბს. ჯერჯერობით გაურკვეველია ბრძანება ყველა ქალს ეხება, თუ მხოლოდ ავღანელ ქალებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ.
მანამდე, თალიბანის უსაფრთხოების ძალებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს ქალების აქციის დასაშლელად, რომელიც იმართებოდა ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღების აკრძალვის გაპროტესტების მიზნით. თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის ეს გადაწყვეტილება კრიტიკას და წინააღმდეგობას იწვევს როგორც ავღანეთში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.