ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში წარდგენილი 38 შენიშვნიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეტესობა გაითვალისწინა
ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში წარდგენილი 38 შენიშვნიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეტესობა გაითვალისწინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "სენაკი საქართველოსთვის" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"წარმოგიდგენთ პროექტებს, რომლებიც მომავალ წელს ,,სენაკი საქართველოსთვის" ინიცირებითა და შუამდგომლობით შესრულდება:
- ინფრასტრუქტურული პროექტები
- ნოქალაქევში, ცენტრალური საავტომობლო გზიდან ზედა ნოქალაქევის მიმართულებით (ე.წ. ,,თოკების პარკამდე") გზის რეაბილიტაცია
- ქ. სენაკში, აგარაკისა და თაყაიშვილის ქუჩის დაკავშირება ასფალტო-ბეტონის საფარით
- ქ. სენაკის შემოსასვლელში, ღვინჯილიას ქუჩაზე (ე.წ. მექანიკურის ბინები) საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა
- ქ. სენაკის ცენტრალური მოედნის (ყოფილ კინოთეატრ ,,რუსთაველის წინ) რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა
- კეთილმოწყობის სამუშაოები
- ქ. სენაკში გაუმართავი შუქნიშნების განახლება და ასევე, ახალი შუქნიშნის დამატება რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე
- არსებული მოსაცდელების რეაბილიტაციისთვის და 4 ახალ ლოკაციაზე მოსაცდელის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა
- სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ შადრევნის რეაბილიტაცია
- თეატრალურ მოედანზე არსებული ელექტრო საათის შეკეთება
- ჭყონდიდელისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე (ე.წ. შხეფის წრიული) ქალაქში შემოსასვლელი სტენდის რეაბილიტაცია
- ქალაქის ღირსშესანიშნავი ობიექტების მიმართულების მაჩვენებელი ბოძების განთავსება
- ახალი მცირე ზომის ნაგავმზიდის შეძენა
- კულტურა და ახალგაზრდული პოლიტიკა
- სენაკის დაარსების 150 წლისთავის აღსანიშნავად თანხების გამოყოფა
- სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანადაფინანსება გაზრდა 20 ათასი ლარით
- ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის თანხების გაზრდა 37 ათას ლარამდე
- სოციალური პროგრამები
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის თანხების გაზრდა 210 ათასიდან 250 ათას ლარამდე
- არარეინტეგრირებული მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების გაზრდა თვეში 200-დან 400 ლარამდე
= შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთვის 10 ათასი ლარის გამოყოფა
- სხვა პროექტები და ინიციატივები
- სამოქალაქო ბიუჯეტის (სახალხო ბიუჯეტირება) გაზრდა 150 ათას ლარამდე
- უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციისთვის თანხების გაიზრდა 20 ათას ლარამდე
- ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქვემდებარე მუზეუმის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გაზრდა 100 ლარით და ასევე, სხვა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-ით ზრდა"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.