Jump to content
Planeta.Ge

პოდოლიაკი ირანის იარაღის ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით გამოდის


უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში.

მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები.

კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთვის Shahed-136-ის ტიპის დრონების მიწოდებაში, რომლებსაც, კიევის განცხადებით, მოსკოვი სექტემბრის შემდეგ იყენებს უკრაინაზე თავდასხმებში. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვმა ამგვარი დრონებით უკვე 540-მდე თავდასხმა განახორციელა უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...