Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს შესაძლო თავდასხმებზე სადღესასწაულო დღეებში


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში.

"ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს.

უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენერგიის მიწოდების სისტემაზე და აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დანახული იქნა რუსეთის საზღვაო დანაყოფი, მათ შორის საბრძოლო გემი, რომელიც საკრუიზო რაკეტებითაა აღჭურვილი.

აშშ-დან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, ზელენსკიმ 23 დეკემბერს შეხვედრა გამართა არმიის ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ არმია ემზადება მომავალი თვეებისთვის და წლისთვის.

23 დეკემბერს გაგრძელდა შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთში, მოსკოვის შეტევის მთავარ სამიზნეებად კვლავ ბახმუტი და ავდეევკა რჩება დონეცკში - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი. მარიუპოლის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსები შეტევებით ანადგურებენ ცნობილი თეატრის შენობას სამხრეთის ქალაქ მარიუპოლში.

ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით დაამტკიცა 45 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...