ზელენსკის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარება დაამტკიცა
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი.
ახლა დოკუმენტი გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავისი ხელმოწერით კანონად აქცევს მას.
პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესს მადლობას უხდის ტვიტერზე, წერს, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკელი ხალხი ამ ბრძოლაში უკრაინელების გვერდით დგანან“.
ზელენსკი ვაშინგტონიდან - მისი პირველი მოგზაურობიდან უკრაინის გარეთ რუსეთის შეჭრის შემდეგ - დაბრუნდა დაპირებით, რომ აშშ გადასცემდა პეტრიოტის სისტემა, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
ის დიდი ხანია ცდილობს მიიღოს Patriot-ის თავდაცვის სისტემა, რათა გაუმკლავდეს რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უკრაინის ელექტროქსელზე.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.