ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არასდროს რჩება
რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არასდროს რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან მოუწოდა უკრაინელებს დღესასწაულების პერიოდში ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს.
„გთხოვთ, გახსოვდეთ, ვინ ომობს ჩვენს წინააღმდეგ. მოახლოებულ სადღესასწაულო დროს რუსი ტერორისტები შესაძლოა კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ხელყოფენ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადად ნებისმიერ ღირებულებებს. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს, ერთმანეთს დაეხმარეთ და ყოველთვის გაუფრთხილდით ერთმანეთს”, - თქვა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.