გერმანიის პრეზიდენტი - უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ჩვენ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
„სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს შტაინმაიერი მიმართვაში.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, „ამ წელს ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია რომ კვლავ დადგეს მშვიდობა“.
ამავდროულად შტაინმაიერმა რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მკაფიო საზღვრები აღნიშნა.
„ეს სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს, რომელიც არ ახალისებს მიწების დაპყრობას და უკრაინელ ერს ოკუპანტების თვითნებობასთან და ძალადობასთან მარტოდმარტო არ ტოვებს”, - თქვა შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, ასეთი მშვიდობა „ჯერ არ იგრძნობა“. გერმანიის პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს გერმანელებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური სახის.
„ჩვენ არ ავყევით პანიკას, არ მივეცით ჩვენს რიგებში გახლეჩის შემოტანის საშუალება. ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო [მოქალაქეებსა და კომპანიებს] მძიმე ტვირთს უმსუბუქებს, და ბევრი კომპანია იმაზე მუშაობს, რომ კრიზისიდან ახალი ძალებით გამოვიდნენ“, - თქვა შტაინმაიერმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.