ბაიდენმა თავდაცვის რეკორდულ, 858-მილიარდიან ბიუჯეტს მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.
ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად არის განკუთვნილი, 6 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. ტაივანს ვაშინგტონი 10 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მომდევნო წლის თავდაცვის დოკუმენტის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ახალი B-21 სტრატეგიული ბომბდამშენების მშენებლობის პროგრამა. ამ ტიპის თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ. ბიუჯეტი აშშ-ის არმიას უფლებას აძლევს შეიძინოს კიდევ 36 ერთეული f-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებს 32 მილიარდ დოლარს ახალი გემების მშენებლობისთვის.
აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში სამხედრო საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 50 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი. სამხედრო და საჯარო მოხელეები მომავალ წელს 4,6 პროცენტით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.