ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები. ამის შესახებ მან უკრაინის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა განიხილონ მისი აშშ-ში ვიზიტი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი და “აწეული თამასა”.
“არ მაქვს საგარეო ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა. დრო არ არის. ისე, როგორც ეს ადრე სხვა პირობებში კეთდებოდა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, გარკვეული პირობებით უკრაინის პრეზიდენტი ახალი საგარეო ვიზიტების შესაძლებლობას მაინც უშვებს.
“თუ რომელიმე ვიზიტს პოტენციურად ისეთივე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული არსი ექნება, როგორც ჩემს ვიზიტს აშშ-ში, თუ ვიზიტის შედეგებზე აბსოლუტურად პირდაპირ იქნება დამოკიდებული ჩვენი შეიარაღებული ძალები, ყველა ჩვენი თავდაცვის ძალები, თუ ესა თუ ის ჩვენი პარტნიორი მზად არის უკრაინული მშვიდობის ფორმულის პუნქტების რეალიზებაში საკუთარ თავზე ლიდერობა აიღოს, თუ შესაძლოა იყოს გარკვეული ნაბიჯები ჩვენი გამარჯვების დასაჩქარებლად, - მაშინ საომარი დროის ზოგადი პრაქტიკიდან გამონაკლისის სახით ჩემი მოლაპარაკებები ასეც შეიძლება განხორციელდეს, პირად დონეზე”, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა უნდა იცოდნენ, პოტენციურად რა შედეგი იქნება მიღებული უკრაინისთვის მათი პასუხისმგებლობის ქვეყნებში.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.