Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - ნიკა გვარამიას ბრალდებებთან კითხვები დასაწყისიდანვე იყო და რჩება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე


საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნიკა გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვები დასაწყისშივე იყო და ახლაც რჩება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე.

„ნიკა გვარამიას ბრალდებებთან და დროსთან დაკავშირებით აშკარა კითხვები დასაწყისიდანვე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს გადაიჭრა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გზით, განსაკუთრებით, როცა საქმე ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ეხება. ასეთი იყო ჩვენი კომენტარები დასაწყისიდანავე და მაშინაც, როცა განაჩენი გამოუტანეს. როგორც ჩანს, სასჯელი არაპროპორციულად მკაცრი იყო, ბრალდებებთან მიმართებაშიც კი. ვფიქრობ, ეს კითხვები რჩება და ამ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიასივრცე შევიწროვდა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე. ჟურნალისტებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი საქმის კეთება. ძალიან მნიშვნელოვანია, მედიასივრცე იყოს ძლიერი, მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა დეგნანმა.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...