ჯოზეფ ბორელი - ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში
ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, თეირანისთვის ცნობილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ.
„ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს თითქოს ამ ომში არავის მხარეს არ დგება“, - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე დააყენა და იგი „მტკიცედ უარყოფდა, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის და ამტკიცებდა, რომ ასეთ მიწოდებებს ადგილი მხოლოდ რუსეთის თავდასხმამდე ჰქონდა”.
ბორელმა ასევე მოუწოდა ირანის ხელისუფლებას შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა და რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
„რუსეთის მხარეს გადასვლა და პროტესტების მიუღებელი დაშლა უშედეგოდ ვერ დარჩება. სწორედ ამიტომ, წინა კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო რუსეთისთვის დრონების გადაცემის საპასუხოდ, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო”, - განაცხადა ბორელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.