ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას უგზავნის
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გაუგზავნოს, - ინფორმაციას TheBalticTimes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკეტი ძირითადად შედგება დრონების, პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ზამთრის ფორმებისგან.
„უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს. ჩვენი დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინიდან მიღებულ თხოვნას დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
მანამდე ესტონეთმა უკრაინას გადასცა Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, პირადი დამცავი აღჭურვილობა და ტაქტიკური საკვების პაკეტები.
ამასთან, გერმანიასთან თანამშრომლობით, ესტონეთმა უკრაინას გადასცა ორი საველე საავადმყოფო და სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის ღირებულება თითქმის 15 მილიონი ევროა. მესამე საველე ჰოსპიტალი უკრაინას ნიდერლანდებთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით გადაეცემა, რომლებმაც პროექტისთვის 7.8 მილიონი ევრო გაიღეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.