Jump to content
Planeta.Ge

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს


საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო – საარჩევნო ყრილობას 49 დელეგატი ესწრებოდა, ახალ პრეზიდენტს კი ხმა 48 დელეგატმა მისცა.

განვლილ პერიოდზე, განხორციელებულ პროექტებსა და წარმატებებზე ისაუბრა გია გიორგაძემ, რომელიც 14 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეაფასეს.

აკაკი იაშვილი ოთხი წელი ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია. მისი თქმით, უკვე მოხერხა შეთანხმება „სოკართან“, რომელიც კვლავ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი გახდება. აკაკი იაშვილმა გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა. ჭადრაკის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანია, საქართველომ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრეზიდენტი ჭადრაკის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს. გია გიორგაძე ამიერიდან საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით გააგრძელებს, ხოლო გენერალურ მდივნად სოფიო გვეტაძე აირჩიეს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...