„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო გეგმას 2023 წლის თებერვალში წარადგენს
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის თებერვალში წარადგენს სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
„უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში დიპლომატები აცხადებენ, რომ ზელენსკის გუნდი ახლა კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს. მისი წარდგენა კი 2023 წლის 24 თებერვალს იგეგმება.
ამასთან, როგორც აშშ-ის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლები ამბობენ, უკრაინის პოზიცია, რა დროსაც კიევი მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას მოითხოვს, დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციებზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმა ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგინა. აღნიშნული წინადადების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, აშშ-ში განიხილება ომის დასრულების სამი ვარიანტი. ესენია: რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვება, ყირიმის ჩათვლით, რუსი სამხედროების 2014 წლამდე პოზიციებზე დაბრუნება ან მათ მიერ დონბასის დატოვება და არა – ყირიმის. თუმცა როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ბოლო ორ ვარიანტზე უკრაინა თანახმა არ არის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის დეტალები „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად განიხილა. მისი თქმით, ეს „კარგი დასაწყისია“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.