Politico - პენტაგონი Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე უკრაინელი სამხედროების აშშ-ის ტერიტორიაზე გაწვრთნას განიხილავს
პენტაგონში Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების შეერთებულ შტატებში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაწვრთნის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა Politico აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წვრთნები ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის უამრავი სისტემის გამოყენებაზე გაიარეს, მათ შორის აშშ-ის წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ამ დრომდე არცერთი წვრთნა არ ჩატარებულა.
ერთ-ერთი წყაროს განმარტებით, ლოგიკური იქნებოდა წვრთნის ჩატარება ფორტ სილის ბაზაზე, ოკლაჰომაში, სადაც ინსტრუქტორებისა და აღჭურვილობის უმეტესობაა განთავსებული. წვრთნის ჩატარება შესაძლებელი იქნება ევროპაშიც, თუმცა ეს ლოჯისტიკური თვალსაზრისით უფრო რთული იქნება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.