Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს


შეერთებული შტატების სენატმა 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის მომავალი წლის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.

ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

ამასთან, სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავაზებული ცვლილება რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევისა და უკრაინის სასარგებლოდ გადაცემის შესახებ.

ამასთან, სენატმა ასევე დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

palitranews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...