Jump to content
Planeta.Ge

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში ძმის ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა


პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...