Jump to content
Planeta.Ge

ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა


ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა.

2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის იმ დროებითი წესის მოქმედება სრულდება, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით კანდიდატების შეფასების 9-კაციანი ჯგუფი შექმნა, ხოლო სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით რეგლამენტში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა. ამავე დროებითი წესის თანახმად, სახალხო დამცველობის კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

ეს ის დროებითი ნორმაა, რომელიც 2022 წლამდე მოქმედებდა. რეგლამენტის ძირითადი ნორმის თანახმად კი, სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს.

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. სახალხო დამცველის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო, თუმცა ამ რაოდენობით ხმა პარლამენტში არც ერთ პარტიას არა აქვს. საერთო კანდიდატზე შეთანხმება კი მხარეებმა ვერ შეძლეს. შედეგად 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო და ყველა კანდიდატი ჩავარდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...