ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენები კვერცხში - momxmarebeli.ge აუცილებელი კვლევისთვის თანხას აგროვებს
momxmarebeli.ge მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„სურსათიდან მომდინარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენები წარმოადგენს. ეს პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისათვის. ამ ნივთიერებებით გაჯერებული ქათმის დადებული კვერცხი, ძროხის რძე თუ ხორცი ასევე შეიცავს ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენებს.
ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა და კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, მათ უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა 2019 წ. მსოფლიოში 1.27 მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და იგი თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
momxmarebeli.ge თანხის შეგროვებას იწყებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
მათივე თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შეძენა და შემოწმება საქართველოს მაღაზიებში გაყიდული, ძირითადად, დიდი ფერმების კვერცხების. ზოგადი სურათის სანახავად საკმარისი იქნება სულ მცირე 15 ნიმუშის 3 ნივთიერებაზე შემოწმება, რისთვისაც ჯამში 5 000 ლარამდეა საჭირო.
შემოწირული თანხების დეტალური ანგარიშგება, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა სიახლეები გამოქვეყნდება momxmarebeli.ge-ს ვებსაიტზე და ფეისბუქის გვერდზე.
- თანხის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე: https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor,
ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით:
- თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005
- საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.