Jump to content
Planeta.Ge

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა


ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც.

ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“.

როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება.

„ბიბისი“ ცნობით, ნეთანიაჰუს კოალიციური პარტნიორები ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნის გზით გადაჭრის წინააღმდეგ გამოდიან. პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერებს სურთ, რომ ისრაელმა მდინარე დასავლეთ სანაპიროს ანექსია მოახდინოს. ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ მთავრობაში ასევე არის ანტი-ელჯბტ პარტია „ნოამის“ წევრი, რომელიც იერუსალიმის გეი აღლუმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მემარჯვენე პარტიების ბლოკს ხელმძღვანელობს, რომელმაც ნოემბერში გამართულ საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატი 21 დეკემბრამდე ჰქონდა მინიჭებული.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...