Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი კონგრესს - ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.

„როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა :

„დაე, ღმერთი ფარავდეს ჩვენს მამაც ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, დაე, ღმერთი ფარავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებული ახალი წელი, Slava Ukraini!”

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა.

დროშების გადაცემას კონგრესმენების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...