Jump to content
Planeta.Ge

დონეცკში დაჭრილია რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი როგოზინი


რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა ქალაქ დონეცკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას. ინფორმაცია რუსულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა როგოზინის თანაშემწემ. მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც ცხოვრობდნენ სამხედრო მრჩევლები, როგოზინის ხელმძღვანელობით. სხვა წყაროებით, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა.

თანაშემწის თანახმად, ზურგში დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი არიან როგოზინის თანმხლები პირებიც, მათ შორის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო. უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

2022 წლის ნოემბერში, დმიტრი როგოზინმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შექმნა სასწავლო ცენტრი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი „სამეფო მგლები“, რომლის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...