„საახალწლო სოფელში“ კონცერტები 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“, სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება.
მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები.
„კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები – გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერა და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“.
საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, SKAZZ-ს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას.
საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება – თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მუსიკალური პროგრამა
ათონელის სცენა
23.12.2021 – 19:00 – საახალწლო სოფლის გახსნა;
24.12.2021- 20:00 – SALIO;
25.12.2021- 20:00 – 90-იანების კონცერტი;
26.12.2022 – 20:00 – Killages;
27.12.2022- 20:00 – ზუკა ხუციშვილი და ბენდი;
28.12.2022 – 20:00 – „არა“;
29.12.2022 – 20:00 – ღამის შოუს ბენდი;
30.12.2022 – 20:00 – ერეკლე დეისაძე და ბენდი SKAZZ;
01.01.2023 – 20:00 – ნიუტონი;
02.01.2023 – 20:00 – 4D Monster Lobsters;
03.01.2023 – 20:00 – Goofy Land;
04.01.2023 – 20:00 – თამადა, SvanSikh;
05.01.2023 – 20:00 – ფრანი, რეგეონი;
06.01.2023 – 20:00 – „შობის მოლოდინში“ ქართული სიმღერის კონცერტი;
07.01.2023 – 20:00 – თბილისის ბიგ-ბენდი;
08.01.2023 – 20:00 – Bedford Falls;
09.01.2023 – 20:00 – ქართული ესტრადის ვარსკვლავები;
10.01.2023 – 20:00 – ქართული ესტრადის ვარსკვლავები;
11.01.2023 – 20:00 – ეთნომუსიკის კონცერტი: ჯგუფი „ეგარი“, ჯგუფი „ბანი“, ჯგუფი „ჩვენებურები“, ჯგუფი „გორდელა“, ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „დიდგორი“, ჯგუფი „ბასიანი“;
12.01.2023 – 20:00 – დავით ილურიძის ბენდი, სოფო გელოვანი და ბენდი;
ქარავანის სცენა ორბელიანის მოედანზე
23.12.2021 – 21:30 – დათო ევგენიძე და ბენდი;
24.12.2021- 21:30 – FE PROJECT;
25.12.2021- 21:30 – ბექა გოჩიაშვილი და ბენდი;
26.12.2022 – 21:30 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი;
29.12.2022 – 16:00 – ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“, 21:30 LOUDspeakers;
02.01.2023 – 21:30 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე;
04.01.2023 – 21:30 – Tika Balanchine & New One;
06.01.2023 – 22:00 – მიშო ურუშაძე Dj Set;
08.01.2023 – 22:00 – Dro Dj Set;
09.01.2023 – 21:30 – ბენდი „შერეკილები“ ქართული კინომუსიკის რეპერტუარით;
13.01.2023 – 21:30 – გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია;
საბავშვო კონცერტები ათონელის ქუჩის სცენაზე
24.12.2021 – 13:00 – N STUDIO მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, 14:30 თამარ ბოლაშვილი;
25.12.2021 – 13:00 – რუსიკო ბახტაძის სტუდია;
26.12.2022 – 13:30 – ქენდი სტუდიო;
27.12.2022 – 13:30 – ბზიკები სტუდიო;
28.12.2022 – 13:30 – სამეცნიერო მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი, 14:00 თამარ ბოლაშვილი;
29.12.2022 – 13:30 – მეკო სტუდია;
30.12.2022 – 13:30 – სტუდია ანა-ბანა;
01.01.2023 – 13:00 – ვოკალის აკადემია;
02.01.2023 – 13:00 – ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი;
03.01.2023 – 13:30 – ბასტი ბუბუ;
04.01.2023 – 13:30 – ბავშვთა ვოკალური სტუდია ჩიკო, 14:45 თამარ ბოლაშვილი;
05.01.2023 – 13:30 – ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია;
06.01.2023 – 13:30 – სტუდია თინქლაბი;
07.01.2023 – 13:00 – გუნდი დორემი;
08.01.2023 – 13:00 – სტუდია ველოსიპედი – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა;
09.01.2023 – 13:30 – ნია სტუდიო;
10.01.2023 – 13:30 – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება- თბილისის თოჯინების თეატრი;
11.01.2023 – 13:30 – სტუდიო 1,2, 3;
12.01.2023 – 13:00 – პროექტ რანინას ყველა სეზონის მონაწილე;
13.01.2023 – 13:00 – ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი;
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.