Jump to content
Planeta.Ge

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა


ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებს ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...