აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს თალიბანის განკარგულება, რომ ქალებს აეკრძალოთ უნივერსიტეტებში სწავლა
აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს განკარგულება, რომელიც ავღანეთში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ გასცა. განკარგულება ქალებს უნივერსიტეტებში სწავლას უკრძალავს ქვეყნის მასშტაბით.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ავღანეთის პრობლემას ეხებოდა, გაეროში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელი ზომაა ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის სფეროში.
„თალიბანი არ უნდა მოელოდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი იქნება, სანამ პატივს არ სცემს ავღანელების უფლებებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებსა და ქალთა და გოგონათა ფუნდამენტურ თავისუფლებას“, - თქვა გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლისას თალიბანი პირობას დებდა, რომ უფრო რბილ პოლიტიკას გაატარებდა, მკაცრი კურსის მომხრეები მეთოდურად აწესებენ შეზღუდვებს ქალთა ცხოვრების ყველა ასპექტში.
უნივერსიტეტებში ქალთა სწავლის თაობაზე განკარგულებას ხელს აწერს უმაღლესი განათლების მინისტრი ნედა მუჰამად ნადიმი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.