უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 25 დასახლებულ პუნქტთან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 25 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 61 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზარალდა ქალაქებში: ხერსონში, კონსტანტინოვკასა და ვოლჩანსკში. შტაბის ცნობითვე, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით მოწინააღმდეგემ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე ტანკების და არტილერიის გამოყენებით იერიში მიიტანა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 12 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 3 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის თავმოყრის 10 რაიონი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.