მიხაილ ფედოროვი - ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას
ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას Starlink-ის სატელიტური კავშირის კიდევ 10 000 ტერმინალი გადაეცემა.
“ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. როდესაც ელექტროენერგიის გათიშვები გვქონდა, იმ დღეს მივწერე მას მესიჯი და მას იმწამსვე ჰქონდა რეაქცია და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მას ესმის ვითარება”, - განაცხადა ფედოროვმა.
მინისტრმა ასე აღნიშნა, რომ ფინანსური საკითხები მოგვარებულია, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მთავრობები მზად არიან გადასახადი გაიყონ.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის დაახლოებით 22 ათასი მიმღები მიიღო.
“რაც შეეხება ინტერნეტს, ბევრი Starlink გვაქვს, მაგრამ საკვანძო მომენტი ის არის, რომ დასტური მივიღეთ კიდევ ერთ პარტიაზე, რომელიც კრიტიკურ ვითარებებში კავშირის სტაბილიზებისთვის იქნება გამოყენებული”, - დასძინა ფედოროვმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.