Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება - პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

"პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ახლა გვაქვს, ამ შეხვედრაზე კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთელი რიგი ობიექტები და მთლიანად მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რამდენადაც ამ დრომდე ცნობილია, ამ შეხვედრაზე „არაფერი დრამატული, არ მომხდარა“.

კულებას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პუტინისა და ლუკაშენკოს მორიგი შეხვედრა იგეგმება.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...