Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ვლადიმერ პუტინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართული საჩვენებელი შეხვედრის მიზანი ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის მოხსნა იყო


რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაერთიანებულ შტაბს ეწვია. პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. მან მოისმინა წინადადებები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდგომი ნაბიჯებისთვის. უკრაინაში რუსული ძალების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი ერთ-ერთი იყო, ვინც მოხსენება წარადგინა. ამ დადგმულ შეხვედრაზე პუტინს, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება”, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე შეფასებით, შეხვედრის მიზანი, სამხედრო წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო.

„ეს ჩვენება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა პუტინის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას სამხედრო წარუმატებლობაზე, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე და მობილიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების გაზრდაზე. სატელევიზიო კადრები, სავარაუდოდ, შექმნილი იყო ასევე იმისთვის, რომ გაექარწ####ბინა სოციალურ მედიაში გავრცელებული მითქმა-მოთქმა გენერალ გერასიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...