დავით სანაკოევი - ჰააგის სასამართლოს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა, ხოლო რუსეთის აგრესორად გამოყვანა სურს - საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს, რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა რუსულ სააგენტო TASS-ს განუცხადა.
„ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ამ ფორმით ახლა დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება, როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი. საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი. ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სურს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა, რუსეთის კი აგრესორად გამოყვანა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს“, - აღნიშნა სანაკოევმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.