Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, შეიარაღების მიწოდება გაზარდონ


უკრაინის პრეზიდენტი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) თხოვნით მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება გაზარდონ.

შეხვედრა, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, ნატო-ს ათი მოქმედი და ორი მომავალი წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ერთგვარი სამხედრო გაერთიანებაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და პრემიერ რიში სუნაკს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობის გაზრდა სთხოვა, ლიეტუვის პრეზიდენტს – „ნასამსისა“ და „სტინგერის“ სისტემები, დანიის თავდაცვის მინისტრს კი – სეზარის ჰაუბიცები.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...