Jump to content
Planeta.Ge

ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. ის ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა.

როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო სანქციების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა“.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს თქმით, ლუკაშენკო პუტინს მინსკის აეროპორტში პირადად დახვდა.

„2019 წლის ივნისის შემდეგ, პუტინი ბელარუსს პირველად ეწვია. სავარაუდოდ, ის ჩავიდა, რათა ლუკაშენკო ომში უშუალო ჩართვის შესახებ დაარწმუნოს“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გერაშენკომ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...