ნავთობი და ხორბალი - კიდევ რამ გაზარდა რუსეთიდან საქართველოში ექსპორტი 73,1%-ით
2022 წლის პირველ 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა. თუკი გასული წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან 929 095 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს ეს რიცხვი 73,1 პროცენტით - 1 607 840,4 ათას დოლარამდე გაიზარდა.
იმპორტის მაჩვენებლის მიხედვით ეს იყო ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა პირველ ადგილზე თურქეთია - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2 143 188,4 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 33,3 პროცენტით აღემატება.
იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია რუმინეთიდან (72,1%-ით), იაპონიიდან (48,1%-ით) და აშშ-დანაც (41,5%-ით). სულ იმპორტის მაჩვენებელი 32,4 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 11 981 148,1 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოდან წინა წელთან შედარებით 31,8 პროცენტით არის გაზრდილი (3 823 110 ათასი აშშ დოლარიდან 5 037 076,9 ათას დოლარამდე) ექსპორტი. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ჩინეთი (13,1%), მეორეზე კი - რუსეთი (8,9%). ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა პროცენტულად ყველაზე მეტად პერუმ (896,7%) და სომხეთმა (119,5%) გაზარდეს.

radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.