Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლ ფაშინიანი - რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი, ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს.

„რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი.

ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. სწორედ ამ დერეფანზე გადის მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთმანეთთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზა.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...