მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევის რეგიონში 30 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინელმა სამხედროებმა 30 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული კამიკაძე თვითმფრინავების თავდასხმასთან დაკავშირებით კიევის რეგიონში სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.