Jump to content
Planeta.Ge

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - ქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს


კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს.

"მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...