Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას, გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შესახებ.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 3 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 7 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136. გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...