ზელენსკი: უკრაინა აპირებს ამ ზამთარსავე მოიწვიოს „სამიტი მშვიდობისთვის“
უკრაინა ამ ზამთარსავე აპირებს სპეციალური სამშვიდობო სამიტის მოწვევას. ამის შესახებ 18 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ამზადებენ „სამიტს მშვიდობისთვის“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, რომელმაც შესაძლოა, განიცადოს ისეთივე აგრესია და ტერორი, როგორიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე.
ზელენსკის თანახმად, უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა - ათი მკაფიო პუნქტი, რაც შექმნის უსაფრთხოების ახალ, გლობალურად მნიშვნელოვან არქიტექტურას, უკრაინის მიწას თავისუფლებას დაუბრუნებს და სხვა ხალხთა თავისუფლების და უსაფრთხოების გარანტიაც გახდება.
უკრაინის პრეზიდენტმა მშვიდობის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივა პირველად 12 დეკემბერს გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, 15 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი "მშვიდობის ფორმულა" წარუდგინა "დიდი ოცეულის"(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა. სამიტში მონაწილეობა არ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა.
უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.